ქალთა ნაკრებმა დანიასთან მატჩამდე ღია ვარჯიში გამართა
ქალთა ნაკრებმა დანიასთან მატჩამდე ღია ვარჯიში გამართა

8 ოქტომბერს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის მესამე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე დანიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მატჩისთვის ერთი კვირა ემზადებოდა. მატჩამდე ქალთა ნაკრებმა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ღია ვარჯიში გამართა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების განაცხადი დანიის ნაკრების წინააღმდეგ:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი;

მცველები: ნინო სუთიძე, ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი, თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი), ნათია სხირტლაძე (გორია იუნაიტედი), ნინო გურიელიძე (ნორჩი დინამო, თბილისი);

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი, ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ნიკე, თბილისი), ნათია დანელია (ნიკე, თბილისი);

თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (ჟალგირის, ლიეტუვა), ლელა ჭიჭინაძე, ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი).

საქართველო-დანიის ნაკრებების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.