„ქალთა მოძრაობისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც ქალთა კვოტირებას ეხება
„ქალთა მოძრაობისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც ქალთა კვოტირებას ეხება

„ქალთა მოძრაობისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც ქალთა კვოტირებას ეხება.

საარჩევნო რეფორმის გარდამავალ დებულებაში აღნიშნულია, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია იმგვარად, რომ წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

დღეს მოქმედი კანონით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალთა კვოტირება განსაზღვრულია ყოველ ორ წევრს შორის.

„სრული მიუღებლობა გვაქვს იმ ცვლილებების მიმართ, რომლის გატანასაც აპირებს მმართველი ძალა „საარჩევნო კოდექსში“. ეს არის უპრეცედენტო მაგალითი პარლამენტარიზმის ისტორიაში, როცა ჯერ არამოქმედებულ ნორმას აუქმებენ. ეს ეხება ქალთა კვოტირებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როცა მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ, თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა პარტია ვალდებული ყოფილიყო ყოველი მეორე ყოფილიყო განსხვავებული სქესის, ამ დიდი ბრძოლის შედეგს ერთი ხელის მოსმით უპირველესად აუქმებს „ქართული ოცნება“ და როდის გააკეთა ეს, საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც შუადღის ოთხი საათიდან დილის 4 საათამდე მიმდინარეობდა. როცა უკვე შეუძლებელი იყო ამ პროცესში ჩართულობა. მე პარლამენტი დავტოვე იმ დღეს, ღამის სამის ნახევარზე. იმ დროს, როცა ეს საკითხი დაისვა უმრავლესობის წევრის მხრიდან, დარბაზში არ იჯდა არც ერთი ქალი და ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქალთა ჩართულობის გარეშე, დილის 4-ის ნახევარზე რამდენიმე მამაკაცმა გადაწყვიტა, ასე ერთი ხელის მოსმით წაგვართვას თანასწორობის უფლება. ეს საკითხი არ დადის მათემატიკამდე. ეს არის ღირებულებების საკითხი, ჩვენ ამას არ შევეგუებით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.