ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირს დაზარალებულთან სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლება შეეზღუდება
ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირს დაზარალებულთან სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლება შეეზღუდება

ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირს დაზარალებულთან (მსხვერპლთან) სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლება შეეზღუდება.

შესაბამისი ცვლილებები – „პატიმრობის კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს საკანონმდებლო სახით წარედგინა.

კანონპროექტით, შეზღუდვა დაზარალებულის (მსხვერპლის) წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოხდება.

„პრაქტიკაში შემთხვევები გამოვლინდა, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების მიუხედავად, მოძალადე პირები მსხვერპლის მიმართ ძალადობის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნას აგრძელებენ და ასეთი ფორმით მათ ვიქტიმიზაციას ახდენენ. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე რეგულაციები შეიქმნას, რომელიც ერთი მხრივ, მსჯავრდებულს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ, დანაშაულის მსხვერპლთა სიმშვიდისა და უსაფრთხოების დაცვას“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.