ქალთა ლიგაში თავდამსმხელმა 8 გოლი გაიტანა – ჩემპიონატში შესვენება დაიწყო
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის მე-15 ტურში უნიკალური ამბავი მოხდა: ჩხოროწყუში, „სამეგრელო“ ხაშურის „ივერიასთან“ 0:11 დამარცხდა. სტუმართა თავდამსხმელმა ირმა ლომიძემ სარეკორდო შედეგიანობა აჩვენა – „ივერიას“ ლიდერმა 8 გოლის გატანა მოახერხა (?!). საამისოდ ლომიძეს 74 წუთი დასჭირდა. პირველი მე-8 წუთზე გაიტანა, ხოლო ბოლო – 82-ეზე.
შეუჩერებელია თბილისის „ნიკე“, რომელმაც ქუთაისში საქართველოს ორგზის ჩემპიონი „მართვე“ 1:4 დაამარცხა – ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ტურნირის.დასრულებამდე 3 ტურით ადრე ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს.
მეორეადგილოსანმა „ლანჩხუთმა“ ანგისას ბაზაზე ბათუმის „დინამო“ 0:6 დაამარცხა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.ხობში „კოლხეთი“ „გორი იუნაიტედთან“ , დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 1:2 დამარცხდა, ხოლო თბილისში, „ნორჩმა დინამომ“ ქალთა ლიგის დებიუტანტ „ზარმას“ აჯობა – 4:0.
ბომბარდირებში 29 გოლით „ნიკეს“ მოთამაშე-მწვრთნელი ნინო პასიკაშვილი ლიდერობს, რომელსაც ერთი გოლით „ლანჩხუთის“ ფეხბურთელი თამრიკო სალუქვაძე ჩამორჩება, რომელმაც ამ ტურში 2 გოლი გაიტანა.
ახლა საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგაში შესვენება გამოცხადდა – ჩემპიონატი 8 სექტემბრიდან განახლდება.