საფეხბურთო სეზონი ქალთა ლიგაშიც დაიწყო – ფავორიტების და პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებაში „ნიკე-ლუსომ“ „ლანჩხუთს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
გასული სეზონის ბოლოს ამ გუნდების დაპირისპირება სკანდალით დასრულდა. დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში მოქმედი ჩემპიონის და ვიცე-ჩემპიონის შეხვედრა ამჯერად გაცილებით მშვიდად წარიმართა.
„ნიკე-ლუსომ“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა, ჩინონიერე მაკლინსის დუბლით და კესო მეტონიძის და იულია სლიასარჩიკის გოლებით ჩემპიონმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ქალთა ლიგა
„ნიკე-ლუსო“ – „ლანჩხუთი“ 4:0
„თეთრიწყარო“ – „რაჭა“ 3:1
„ვერე“ – „ბათუმი“ 0:3
„მართვე“ – „ელიტა“ 1:0
სოხუმის „დინამო“ – „კვარტალი“ 1:2