ქალთა ფეხბურთი | „ნიკე ლუსო“ საქართველოს თასის მფლობელი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს თასის გათამაშების ფინალური მატჩში ქალ ფეხბურთელთა გუნდებს შორის, „ნიკე ლუსომ“ „კვარტალი“ 2:0 დაამარცხა და ქალთა თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა.

პირველი გოლი მატჩის დასაწყისში ანასტასია ბუჩუკურმა გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ნინო ბუხრიკიძემ მე-80 წუთზე დააფიქსირა.

ეს მიმდინარე სეზონში „ნიკე ლუსოს“ მეორე ტიტულია – გუნდი ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონი გახდა და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.