ქალთა ერთა ლიგის მატჩი ქართველმა არბიტრებმა განსაჯეს #1TVSPORT
ქალთა ერთა ლიგის მატჩი ქართველმა არბიტრებმა განსაჯეს #1TVSPORT

ერთა ლიგის მატჩი მონტენეგროსა და ლიეტუვის ნაკრებებს შორის ქართველმა ქალმა არბიტრებმა განსაჯეს – მთავარი მსაჯი მზევინარ შარაშანიძე იყო, ასისტენტები სოფო წულაია და სოფიკო რიჟამაძე, მეოთხე მსაჯი კი – ხათუნა მაისურაძე.

უეფა-ს ერთა ლიგის C4 ჯგუფის მეორე ტურის მატჩი 25 თებერვალს, პოდგორიცაში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

ქართველ არბიტრებს კორექტული თამაშის განსჯა მოუხდა – მზევინარ შარაშანიძემ ყვითელი ბარათი ოთხჯერ გამოიყენა – მან მონტენეგროელები და ლიეტუველები 2-2-ჯერ გააფრთხილა.