ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ირის ანტმანი - თუ გულშემატკივრები კვიპროსთან კარგ ატმოსფეროს შექმნიან, გამარჯვება გაგვიადვილდება #1TVSPORT
ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ირის ანტმანი - თუ გულშემატკივრები კვიპროსთან კარგ ატმოსფეროს შექმნიან, გამარჯვება გაგვიადვილდება #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა კვიპროსთან ერთა ლიგის შეხვედრაზე, რომელიც 3 ივნისს „მიხეილ მესხი 2-ზე“ გაიმართება.

„კვიპროსის ნაკრებს უკვე მეოთხედ ვხდებით. ფეხბურთელები ამ გუნდს კარგად იცნობენ და სათამაშოდ მზად არიან. დისკვალიფიკაციის გამო რამდენიმე მოთამაშე გვაკლია. თუმცა ეს ნებისმიერ გათამაშებაში ხდება. ვემზადებით 23 მოთამაშით.

მნიშვნელოვანია, რომ ქომაგები მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. დარწმუნებული ვარ, თუ კარგ ატმოსფეროს შექმნიან, გამარჯვება გაგვიადვილდება“, – ამბობს ირის ანტმანი.

საქართველოს ქალთა ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო ნინო პასიკაშვილი, ტატა მატვეევა და ლიზი მწყერაშვილი გამოაკლდებიან. გუნდს დაემატებიან თეონა ბაქრაძე, ელენე ჩიქოვანი და ნინო ბუხრიკიძე.

საქართველო-კვიპროსის მატჩი 3 ივნისს, მიხეილ მესხი 2-ზე 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება თავისუფალია.