ქალთა ერთა ლიგა | მალტა VS საქართველო პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მალტაშია, სადაც 8 აპრილს ერთა ლიგის მეოთხე შეხვედრას გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ირის ანტმანის გუნდმა მალტასთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. საქართველოს ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო თინათინ ამბალია ვერ დაეხმარება.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი).
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათია ჯოჯუა (ელიტა, თბილისი), ანი აკობიძე (ლანჩხუთი).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ლანჩხუთი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური) მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნათელა წოწერია (კვარტალი, თბილისი), ხატია ჭყონია (ნიკე-ლუსო, თბილისი).