ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა

საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დაესწრნენ.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის, მათ შორის ბანკების, წარმომადგენლებმა, ქალთა უფლებების დამცველებმა, მკვლევარებმა, სტუდენტებმა და მეწარმე ქალებმა განიხილეს ის ბარიერები, რასაც ქალები აწყდებიან ეკონომიკურ საქმიანობაში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკურად აქტიური ქალების მხოლოდ 58%-ია, რაც 20%-ით ჩამორჩება კაცების მაჩვენებელს; 15-25 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კაცების დასაქმების მაჩვენებელი ორჯერ აღემატება ქალებისას (35% და 18%), ხოლო ბიზნეს სექტორში დასაქმებულ კაცთა შრომის საშუალო თვიურმა ნომინალურმა ანაზღაურებამ 1044 ლარი შეადგინა, რაც 364 ლარით აღემატება ქალის იგივე მაჩვენებელს. ეს ციფრები არა მხოლოდ ფაქტობრივ უთანასწორობაზე მეტყველებს, სადაც აშკარაა ქალების უთანასწორო მდგომარეობაში ყოფნა, ასევე აფერხებს ქვეყანაში კეთილდღეობის შექმნას – გენდერული უთანასწორობის ამ და მრავალი სხვა ინდიკატორის გამო საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 11 პროცენტს კარგავს.

კონფერენციაზე ასევე იმსჯელეს სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორების, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთის საელჩოს როლზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ საქმიანობაში.