ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა #1TVSPORT
ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. ბოლო ნახევარფინალისტი გახდა „ჩელსი“, რომელმაც პირველი მატჩის 0:2 წაგების შემდეგ, განმეორებით შეხვედრაში 3:0 დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“ და ორი მატჩის ჯამში 3:2 გაიმარჯვა.
ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
არსენალი-ლიონი
ბარსელონა-ჩელსი
პირველი მატჩები 19 აპრილს გაიმართება, განმეორებითი – 26 აპრილს. ფინალი 24 მაისს ლისაბონში, „ჟოზე ალვალადეს“ სტადიონზეა დაგეგმილი.