ქალთა ჩემპიონთა ლიგა | „ნიკე ლუსომ“ ჩრდილოეთ მაკედონიის „სკოპიე“ დაამარცხა #1TVSPORT
თბილისის „ნიკე ლუსომ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი გამართა. ეს იყო მესამე ადგილისთვის მატჩი პოლონეთში გამართულ საკვალიფიკაციო ტურში.
რადგან პირველი მატჩი „ლუსომ“ პოლონურ „სოსნოვიეცთან“ დათმო, მესამე ადგილისთვის მოუწია ბრძოლა ჩრდილოეთ მაკედონიის „სკოპიესთან“, და 2:0 მოიგო.
ანგარიში მეტონიძემ 37-ე წუთზე გახსნა, ხოლო 59-ზე ბურთი საკუთარ კარში მაკედონიელმა ველიანოვსკამ ჩაჭრა.