ქალთა ჩემპიონთა ლიგა - „ლანჩხუთი“ „ვლაჟნიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ქალთა ჩემპიონთა ლიგა - „ლანჩხუთი“ „ვლაჟნიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ვლაჟნიას“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

ტურნირამდე საქართველოს ჩემპიონი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელით, თეონა ბაქრაძით და რამდენიმე ლეგიონერით გაძლიერდა. ეს არის ოთხთა ტურნირი, რომელსაც ქუთაისი და წყალტუბო მასპინძლობენ.

ჯგუფური ეტაპის მიუხედავად, „ლანჩხუთს“ მხოლოდ გამარჯვება აწყობდა, რადგან შემდეგ ეტაპზე თამაშის გარანტიას ფინალში გასვლით მიიღებდა. სამწუხაროდ, ალბანეთის ჩემპიონმა დამაჯერებლად ითამაშა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. სტუმრებდიან თავი დოჩიმ, ბორჩიმ და ნდოჟიმ გამოიჩინეს.

მეორე შეხვედრა წყალტუბოში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა – ავსტრიულმა „სენტ პოლტენმა“ ბაქოს „ნეფთჩი“ 5:0 დაამარცხა და მინიტურნირის ფინალში გავიდა.

„სენტ-პოლტენი“ და „ვლაჟნია“ 7 სექტემბერს 20:00 საათზე ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო „ლანჩხუთი“ მესამე ადგილისთვის ბაქოს „ნეფთჩისთან“ შეხვდება – მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.