ქალთა ჩემპიონატში პირველი ლიგა დაფუძნდა - საქართველოს ჩემპიონატი 17 აპრილს დაიწყება #1TVSPORT
ქალთა ჩემპიონატში პირველი ლიგა დაფუძნდა - საქართველოს ჩემპიონატი 17 აპრილს დაიწყება #1TVSPORT

ქალთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სეზონი ფეხბურთში 17 აპრილს დაიწყება. ტურნირი განახლებული ფორმატით გაიმართება და ჩემპიონობისთვის რვა გუნდი იბრძოლებს.

ქალთა ლიგაში სეზონის საუკეთესო გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად თბილისის „ნიკე“, „ლანჩხუთი“, ქუთაისის „მართვე“, თბილისის „ნორჩი დინამო“, „ბათუმი“, „გორი იუნაიტედი“, თბილისის „კვარტალი“ და ხობის „კოლხეთი“ იბრძოლებენ.

2021 წლის სეზონში ქალთა ლიგა ორ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც გუნდები ორ ოთხგუნდიან ჯგუფად გაიყოფიან და კვლავ ორ წრედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სატურნირო ცხრილში პირველ ოთხ ადგილზე მყოფი კლუბები ერთმანეთს ჩემპიონის ტიტულისთვის შეეჯიბრებიან, დარჩენილი გუნდები კი, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ.

ისტორიაში პირველად, ქალთა რანგით მეორე ლიგის გათამაშებაც გაიმართება. ბოლო ადგილოსანი ავტომატურად დატოვებს ქალთა ლიგას, მეშვიდე ადგილოსანი კი, პლეი-ოფში ქალთა ლიგა 2-ის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდება.

 

ქალთა ლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის კალენდარი:

 

17 აპრილი

ლანჩხუთი – ნორჩი დინამო

ნიკე – გორი იუნაიტედი

მართვე – ბათუმი

18 აპრილი

კვარტალი – კოლხეთი ხობი

 

2020 წლის სეზონის ქალთა ლიგის გამარჯვებული თბილისის „ნიკე“ გახდა. თბილისური კლუბი 2021-2022 წლების სეზონზე უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

დატოვე კომენტარი