ქალთა ჭადრაკს რიგით მე-17 ჩემპიონი ჰყავს
ქალთა ჭადრაკს რიგით მე-17 ჩემპიონი ჰყავს

ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში ჭადრაკში ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი დასრულდა.
ქალთა ჭადრაკს ახალი, რიგით მე-17 ჩემპიონი ჰყავს. ეს არის იუ ვენიუნი, რომელმაც 10 პარტიისგან შემდგარ მატჩში 5.5-4.5 დაამარცხა წინა ჩემპიონი, თანამემამულე ტან ჟონგი.

ვენიუნმა სამი პარტია მოიგო, ჟონგმა – ორი, კიდევ ხუთი პარტია ყაიმით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი ექვსი პარტიიდან ხუთი შედეგიანი აღმოჩნდა, ბოლო ოთხი პარტია კი ყაიმით დასრულდა.

27 წლის ვენიუნი პირველად თამაშობდა საჩემპიონო მატჩში. მან ეს უფლება შარშან, გრანპრის მოგებით მოიპოვა. 26 წლის ტან ჟონგი მხოლოდ ერთი წელი იყო ჩემპიონი – მან ტიტული შარშან დაისაკუთრა.

ქალთა ჭადრაკში ყველა ჩემპიონის სია:
1. ვერა მენჩიკი (ჩეხოსლოვაკია) – 1927-44
2. ლუდმილა ლუდენკო (სსრკ/უკრაინა) – 1950-53
3. ელიზავეტა ბიკოვა (სსრკ/რუსეთი) – 1953-56, 1958-62
4. ოლნა რუბცოვა (სსრკ/რუსეთი) – 1956-58
5. ნონა გაფრინდაშვილი (სსრკ/საქართველო) – 1962-78
6. მაია ჩიბურდანიძე (სსრკ/საქართველო) – 197891
7. სიე იუნი (ჩინეთი) – 199196, 1999-2001
8. ჟუჟა პოლგარი (უნგრეთი) – 199699
9. ჟუ ჩენი (ჩინეთი) – 2001-04
10. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) – 2004-06
11. სუ იუჰუა (ჩინეთი) – 2006-08
12. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) – 2008-10
13. ჰოუ იფანი (ჩინეთი) – 2010-12, 2013-15, 2016-17
14. ანა უშენინა (უკრაინა) – 2012-13
15. მარია მუზიჩუკი (უკრაინა) – 2015-16
16. ტან ჟონგი (ჩინეთი) – 2017-18
17. იუ ვენიუნი (ჩინეთი) – 2018-