ქალის მხარდასაჭერად, რომელმაც ვალის გამო გაყიდულ ბინაში აივნიდან შეაღწია, აქცია იმართება
ქალის მხარდასაჭერად, რომელმაც ვალის გამო გაყიდულ ბინაში აივნიდან შეაღწია, აქცია იმართება

ბათუმში, საიათნოვას N4 ნომერთან იპოთეკური სესხებით დაზარალებულები მივიდნენ და აღსრულების სამსახურის თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ.

აღნიშნულ მისამართზე ყოფილი ბინიდან, რომელიც სესხის გადაუხდელობის გამო გაიყიდა, სამართალდამცველებმა 82 წლის ალექსანდრა ტერუნი გამოასახლეს. გუშინ ქალმა ამწის მეშვეობით ყოფილ ბინაში აივნიდან შეაღწია.

როგორც ალექსანდრა ტერუნი ყვება, ბინა შვილიშვილმა დააგირავა, თანხა ვერ დააბრუნა და სახლი გაიყიდა.

მეზობლების ნაწილი ამტკიცებს, რომ მოხუცს ბინა მოტყუებით წაართვეს, მეპატრონე მზად იყო 17 000 დოლარი იპოთეკარისთვის დაებრუნებინა, თუმცა მაინც გაიყიდა და ტანაც გაცილებით ნაკლებ ფასად. საქმე სასამართლოში განიხილება.

მოხუცი ორი დღეა, დაკეტილ ბინაში შუქისა და წყლის გარეშე იმყოფება.