ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

გორში 35-წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელის ზაზა ალავერდაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასმართლომ დღეს იმსჯელა.

დაცვის მხარემ გირაოს სახით 5000 ლარი შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული პოლიციელი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთვევაში დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.