ქალის არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ქალის არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ქალის არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სოსო გაბრიაძის სასამართლო სხდომა გაიმართა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სოსო გაბრიაძე კვლავ პატიმრობაში რჩება.

გამოძიება იოსებ გაბრიაძის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ჩადენილი არაპირდაპირი განზრახვით გულისხმობს.

შემთხვევა 19 აპრილს მოხდა. ნუცუბიძის ქუჩის 26 ნომრიდან ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა უმისამართოდ გაისროლა. ტყვიამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მყოფი 50 წლის ქალი იმსხვერპლა.