ქალაქი გირესუნი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს
ქალაქი გირესუნი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს

თურქეთის ქალაქი გირესუნი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს.

შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ნურეთინ ჯანიქლი და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი მიიღებენ მონაწილეობას.

იგეგმება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების, სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული და სამომავლო გეგმების განხილვა. სამმხრივი მინისტერიალი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდება.

მსგავს ფორმატში თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა რეგულარულად იმართება.