ქალაქ ვენაში სამი ქართველი საცხოვრებელი სახლის ძარცვის მცდელობისას დააკავეს
ქალაქ ვენაში სამი ქართველი საცხოვრებელი სახლის ძარცვის მცდელობისას დააკავეს

ავსტრიის ქალაქ ვენაში სამი ქართველი ძარცვის მცდელობისას დააკავეს. ისინი ერთ-ერთ ბინაში შესვლას ცდილობდნენ. ბოროტმოქმედები მეზობელი შენობიდან ქალმა შენიშნა.

პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავა, ორმა კი გაქცევა შეძლო. თუმცა, სამართალდამცველებმა მათი აყვანა მალევე შეძლეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა ასაკი 29, 31 და 44 წელია.