ქალაქ უტრეხტში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა
ქალაქ უტრეხტში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

74 წლის მამაკაცი, რომელიც თავდასხმის დღეს მძიმედ დაშავდა, მიყენებული ჭრილობებისგან დღეს გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაჭრილი კი საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობს.

ქალაქ უტრეხტში 18 მარტს შეიარაღებულმა პირმა ტრამვაიში ცეცხლი ადგილობრივი დროით 10:45 საათზე გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლას ორი მამაკაცი და ერთი ქალი ადგილზე ემსხვერპლა. პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 37 წლის თურქი წარმოშობის გოქმენ თანიში მალევე დააკავა.

ტელეკომპანია „ბიბისის“ ინფორმაციით, თავდასხმის შემსრულებელი ჩეჩნეთში იბრძოდა.