ქალაქ ტულუზასთან, ერთ-ერთ ბარში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა
ქალაქ ტულუზასთან, ერთ-ერთ ბარში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა

ქალაქ ტულუზასთან ახლოს შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ქალაქში თავდასხმა ბარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ოთხი მძევლის აყვანის დროს თავდამსხმელმა ჰაერში ორჯერ ისროლა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბოროტმოქმედის მოტივი და მისი მოთხოვნები ჯერ უცნობია.

ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი მასთან მოსალაპარაკებლად შუამავლის შესვლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ერთ-ერთი მძევლის მოკვლით იმუქრება. ადგილობრივი მედია სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პოლიცია ტერაქტის ვერსიას ჯერჯერობით გამორიცხავს. ისინი მიიჩნევენ, რომ საქმე წარუმატებელ ძარცვასთან აქვთ.

ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე ამჟამად სამართალდამცველები, სპეცრაზმი და მაშველები არიან განლაგებულები. პოლიცია ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებს.