ქალაქ სპლიტში, ერთ-ერთი სახლის კედელზე, ჯოკოვიჩს შეურაცხმყოფელი სიტყვები დაუწერეს
ხორვატიის ქალაქ სპლიტში ხულიგნებმა ერთ-ერთი სახლის კედელზე ჯოკოვიჩს შეურაცხმყოფელი სიტყვები დაუწერეს. ამ ინფორმაციას ცნობას „დალმატინსკი პორტალი“ ავრცელებს.
ცოტა ხნით ადრე, სერბეთსა და ხორვატიაში ჯოკოვიჩის ორგანიზებულ საგამოფენო ტურნირზე, რამდენიმე ჩოგბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა.
„მოკვდი ჯოკოვიჩო. შენი სიკვდილი – ჩვენი ერთადერთი სურვილია. მოკითხვა სპლიტიდან, ღმერთო გვიშველე და დაგვიფარე“ – დაწერეს უცნობებმა.
მოგვიანებით ქალაქის ადმინისტრაციამ წარწერები გადაღება.