აბუ დაბის ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო
აბუ დაბის ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო

აბუ დაბიში საჩვენებელი ტურნირი ჩოგბურთში, რომელიც რეიტინგის ლიდერის ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. სერბი ფინალში სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონს ხვდებოდა, რომელმაც წინა დღეს, ნახევარფინალში თითქმის ორი საათი მოანდომა ესპანელი რაფაელ ნადალის დამარცხებას. ჯოკოვიჩმა ამ ეტაპზე რუს კარენ ხაჩანოვს ერთ საათში მოუგო.

პირველ სეტში მეტოქეებმა თითო ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავეს. ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო შანსის გამოყენება, ანდერსონმა კი ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და სეტებში დაწინაურება მოახერხა. მეორე სეტში ბრეიკ-პოინტები მხოლოდ ჯოკოვიჩს ჰქონდა. სერბმა მეორე შანსის გამოყენება მე-12 გეიმში შეძლო და თამაში მესამე სეტში გადავიდა.
გადამწყვეტ პარტიაში პირველი ბრეიკ-პოინტი ანდერსონმა მოიპოვა – მესამე გეიმში მან ეს შანსი გაანიავა. ამის შემდეგ, აფრიკელს დაღლა დაეტყო და ჯოკოვიჩი ზედიზედ იღებდა ბრეიკ-პოინტებს, რომელიც თან მატჩბოლები იყო. მეათე გეიმში, ჯოკოვიჩმა სამი მატჩბოლი მიიღო, მაგრამ ანდერსონმა სამივე საფრთხე მოიგერია. მე-12 გეიმში ანდერსონმა მეოთხე მატჩბოლიც გადაარჩინა, მაგრამ ნოვაკმა მეხუთე ცდაზე, მ მატჩის თავის სასარგებლოდ დასრულება აინც შეძლო. ორი საათი და 16 წუთი ბრძოლის შემდეგ, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 4:6, 7:5, 7:5 მოიგო.

მომდევნო კვირას, ჯოკოვიჩი დოჰას ტურნირში ითამაშებს.