რაფაელ ნადალი კორტზე დაბრუნებას ვერ ახერხებს
რაფაელ ნადალი კორტზე დაბრუნებას ვერ ახერხებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი – რაფაელ ნადალი, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ვერ ითამაშებს, სადაც ATP-ის ტურნირი 22-28 ოქტომბერს გაიმართება.

„თითქმის ყოველდღე ველაპარაკებოდი ნადალს ტელეფონით. სამწუხაროდ, კარგი ამბები არ არის. ნადალი ჯერ ისევ არ არის მზად ტურნირებში მონაწილეობისთვის. მას უნდოდა ვენაში ჩამოვლა, მაგრამ ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევს. თუ თქვენ კარგად იცნობთ ნადალს, საქმის კურსში იქნებით, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას ტურნირში, თუ 100 პროცენტით იქნება მზად. ახლა, ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ნოვაკ ჯოკოვიჩთან. გვინდა, რომ გულშემატკივრებმა ტურნირზე ნამდვილი ვარსკვლავი იხილონ“ – განაცხადა Tennis World-თან კომენტარში ტურნირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ნადალი კორტზე, აშშ-ის ღია პირველობაზე მიღებული ტრავმის შემდეგ არ გასულა.