ქალაქ რიზაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიულ ყრილობას აპროტესტებენ
ქალაქ რიზაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიულ ყრილობას აპროტესტებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალაქ რიზაში, სადაც 2-დღიანი კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო, ქუჩაში ათასობით ადამიანი გავიდა. შედეგად, გადაიკეტა ქუჩები და კონფერენციის დაწყება ვერ ხერხდება.
აქციაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველებია მობილიზებული. პოლიციელებმა ქუჩის მჯდომარე ბლოკადის გარღვევა სცადეს, რა დროსაც მათ წინააღმდეგ აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა გამოიყენეს. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც „გარდიანი“ წერს, კონფერენციაზე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარეს, ალის ვაიდელს 23 თებერვალს დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელებს.