ქალაქ პიზაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
ქალაქ პიზაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

იტალიის ქალაქ პიზაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მოტოციკლით მოძრავმა პირმა ცეცხლი ქუჩაში გამვლელებს მას შემდეგ გაუხსნა, რაც სახიფათო მანევრირების გამო, გამვლელებმა მოტოციკლეტისტი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიეს.

შედეგად მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მათ მიმართულებით გაისროლა.

თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.