ქალაქ ოსტინში მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილმა დაკავების მცდელობისას თავი აიფეთქა
ქალაქ ოსტინში მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილმა დაკავების მცდელობისას თავი აიფეთქა

ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილმა დაკავების მცდელობის დროს თავი აიფეთქა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამერიკული მედიის ცნობით, აფეთქება ოსტინთან ახლოს მდებარე გზატკეცილზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ფდერალურის საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები.

მანამდე პოლიციამ, აფეთქბების მოწყობაში ეჭვმიტანილის სიურათები გაავრცელა, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული. სურათებში თეთრკანიანი და ქერა მამაკაცი ჩანს.

შეგახსენებთ, რომ ოსტინში მარტის დასაწყისიდან 6 აფეთქება მოხდა, რასაც სულ მცირე ორი ადამინი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. პოლიცია აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილის მოტივებს ამ დრომდე ვერ ასახელებს.