ქალაქ ოსლოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის რიგით 82-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა
ქალაქ ოსლოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის რიგით 82-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა

ნორვეგიის ქალაქ ოსლოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) რიგით 82-ე გენერალური ასამბლეა დაიწყო, სადაც ორგანიზაციის 56 წევრი ქვეყანა მონაწილეობს.

ასამბლეა ნორვეგიის პრინცმა ჰააკონმა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრეზიდენტმა, „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ტონი ჰოლმა გახსნეს.

გენერალურ ასამბლეას საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი ესწრებიან.

28 ივნისს, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი თინათინ ბერძენიშვილი გენდერული თანასწორობის შესახებ მოხსენებით წარდგება.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის რიგით 82-ე ასამბლეას, რომელიც ნორვეგიის ქალაქ ოსლოში 27-28 ივნისს ტარდება, ნორვეგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი მასპინძლობს.