ქალაქ მანბიჯში სირიის სამთავრობო არმია შევიდა
ქალაქ მანბიჯში სირიის სამთავრობო არმია შევიდა

სირიის სამთავრობო არმია ქალაქ მანბიჯში შევიდა. სირიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, არმია მანბიჯში ქალაქის მოსახლეობის მოწოდების შესაბამისად შევიდა და ჯარისკაცებმა ქალაქის ცენტრალურ ადგილას სირიის დროშა აღმართეს. მანამდე, ქურთულმა სამხედრო დაჯგუფებამ „სახალხო დაცვის შენაერთმა“ სირიის ხელისუფლებას თურქეთის შეჭრისგან დასაცავად, მანბიჯის და მიმდებარე ტერიტორიის დაკავების ინიციატივით მიმართა.

ქალაქ მანბიჯს სწორედ აღნიშნული ქურთული დაჯგუფება აკონტროლებდა. ქურთები აცხადებენ, რომ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა კონცენტრირდებიან. თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თუ „სახალხო დაცვის შენაერთი“ მანბიჯს არ დატოვებს, ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის ახალი ეტაპი დაიწყება.

ოპერაციის დაწყება აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაიდო.