ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით საფრანგეთში კიდევ ერთი მამაკაცი დააკავეს
საფრანგეთში დააკავეს კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობისთვის ცეცხლის წაკიდებაში.
ფრანგული მედიის თანახმად, ლიმოჟის მერიაზე ცეცხლის წაკიდების შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ეროვნული პოლიციის სპეციალური რეაგირების დანაყოფის დახმარებით, 66 წლის მამაკაცი კრეუზის დეპარტამენტში დააკავეს. ამჟამად ის დაკავებულია „ორგანიზებული ჯგუფის მიერ ქონების განადგურების ბრალდებით, ადამიანებისთვის საშიში საშუალებების გამოყენებით“.
ამასთან, ამ საქმეზე დაკავებულ პირველ ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა 48 საათით გაუხანგრძლივდა. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო „ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანებისთვის საშიში საშუალებების გამოყენებით ქონების დაზიანების“ და „სახელმწიფო უფლებამოსილებით აღჭურვილი და სახელმწიფო ფუნქციების შემსრულებელი პირების მკვლელობის მუქარის“ ბრალდებით.
ლიმოჟის მე-19 საუკუნის მერია მას შემდეგ დაზიანდა, რაც დემონსტრანტებმა 17 ოქტომბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების დროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, რაც შეტაკებებში, ძარცვასა და ვანდალიზმში გადაიზარდა.