ქალაქ ლიეჟის აეროპორტში ხანძარი იყო
ქალაქ ლიეჟის აეროპორტში ხანძარი იყო

ბელგიის ქალაქ ლიეჟის აეროპორტში ხანძარი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ანგარში გაჩნდა.

მომხდარის გამო, აეროპორტმა სამი რეისის მიღება ვეღარ შეძლო, შედეგად თვითმფრინავები სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრეებმა ცეცხლი რამდენიმე საათში ჩააქრეს. თუმცა, მისი გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.