ქალაქ ლეგნიცაში პოლონური წარმოშობის საბჭოთა მარშალ კონსტანტინე როკოსოვსკის სკულპტურას თავი მოატეხეს
ქალაქ ლეგნიცაში პოლონური წარმოშობის საბჭოთა მარშალ კონსტანტინე როკოსოვსკის სკულპტურას თავი მოატეხეს

პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში პოლონური წარმოშობის საბჭოთა მარშალ კონსტანტინე როკოსოვსკის სკულპტურას თავი მოატხეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პორტალი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, უცნობმა პირებმა ძეგლი მუნიციპალური სასაფლაოდან მოიპარეს. როკოსოვსკის სკულპტურა მუზეუმის ღია ექსპოზიციის ნაწილი იყო, რომელიც წითელარმიელების სასაფლაოზე იყო განთავსებული.

მოგვიანებით, მარშალ როკოსოვსკის თავმოკვეთილი ძეგლი ლეგნიცას ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოაჩინეს.

კონსტანტინე როკოსოვსკი მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ბრიანსკის ფრონტის, დონის ფრონტის, ცენტრალური ფრონტის, ბელარუსის 1-ლი და მე-2 ფრონტის სარდალი. 1949-1953 წლებში, კონსტანტინე როკოსოვსკი პოლონეთის თავდაცვის მინისტრი იყო.