ქალაქ ჯალალაბადში ორგანიზაცია Save the Children-ის ოფისთან აფეთქება მოხდა

09:59, 24.01.2018

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში ორგანიზაცია Save the Children-ის ოფისის სიახლოვეს აფეთქება მოხდა.

პროვინციის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიზნეს სწორედ საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოადგენდა.

აფეთქებას შეიარაღებული თავდასხმა მოჰყვა. ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

მსგავსი