ქალაქ გროზნოში ორმხრივი სროლის შედეგად ორი სამართალდამცველი დაიღუპა

17:03, 28.12.2020

ქალაქ გროზნოში ორმხრივი სროლის შედეგად სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებს ორი მამაკაცი დაესხა თავს. ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მეორე კი დაჭრილია.

დაჭრილი თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალაქის ცენტრში მომხდარ ინციდენტში გამოყენებულ იარაღთან დაკავშირებით მედიაში სხვადასხვა სახის ინფორმაციაა გავრცელებული. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, თავდამსხმელები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილი გადაკეტილია. სამართალდამცველები დამატებითი დეტალების დასადგენად მუშაობენ.

მსგავსი