ქალაქ ფოთის ბიუჯეტი იზრდება
ქალაქ ფოთის ბიუჯეტი იზრდება

ფოთში 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. მომავალი ბიუჯეტი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ნანა ჭანტურიამ წარადგინა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 943 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე 204 ათასი ლარით მეტია.

„ბიუჯეტი არის სოციალურ სფეროზე ორიენტირებული, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სპორტის, კულტურის და ინფრასტრუქტურას განვითარებას. როგორც ვიცით, ქალაქში მიმდინარეობს საკანალიზაციო პროექტი და ამის გამო გზების დიდი ნაწილი დაზიანებულია. ჩვენი ძირითადი მიზანია გზების, არხების და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. ასევე მოხდება მრავალბინიანი სახლების სახურავებისა და ეზოების კეთილმოწყობა. დაგეგმილი გვაქვს მდინარე კაპარჭინის გაწმენდითი სამუშაოების შეკეთება, რაც ხელს შეუწყობს პალიასტომის ტბის რეაბილიტირებას“, – აღნიშნა ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.