ქალაქ დნიპროზე რუსეთის იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა
რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე დილით განხორციელებული იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, დაშავებულებს თავის არეში ტრავმები, ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები, ასევე მოტეხილობები აღენიშნებათ. მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი დაღუპულისა და 21 დაშავებულის შესახებ. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.