ქალაქ დნიპროსა და დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

15:36, 25.06.2025

უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის იერიშის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, ჯამში კი, 24 ივნისის თავდასხმას ოლქში 21 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

ამის შესახებ დნეპროპეტრვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცახდა.

24 ივნისს რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ქალაქ დნიპროზე იერიშის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მატარებელი, საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილები. ასევე, საოკუპაციო ძალების სამიზნე გახდა ქალაქი სამარი.

დნეპროპეტროვსკის ოლქში 25 ივნისი გლოვის დღეს გამოცხადდა.

მსგავსი