ქალ მოჭადრაკეთა ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

21:44, 06.11.2017

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია.

კუნძულ კრეტაზე გამართულ პირველობაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბოლო მეცხრე ტურის პარტია იტალიის გუნდს 3,5:0,5 მოუგო.

ნანა ძაგნიძემ პირველ დაფაზე ოლგა ზიმინასთან ქულა გაიყო, ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ კი პარტიები გამარჯვებით დაასრულეს.

რუსეთის ქალთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია.

მსგავსი