ქაბულზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაშავდა სულ მცირე ათი ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები
ქაბულზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაშავდა სულ მცირე ათი ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები

ქაბულზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაშავდა სულ მცირე ათი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ავღანეთის დედაქალაქის მიმართულებით ათზე მეტი რაკეტა გაუშვეს. სარაკეტო იერიშის გამო, რამდენიმე საელჩოში განგაში გამოცხადდა.

სულ მცირე ოთხი რაკეტა ქაბულის ე.წ. „მწვანე ზონასთან“ ჩამოვარდა, სადაც სამთავრობო შენობები, დიპლომატიური მისიები და ნატო-ს ოფისია განთავსებული.

თავდამსხმელთა ვინაობა უცნობია, თუმცა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი.