ქაბულში ტერაქტს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
ქაბულში ტერაქტს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია რამდენიმე პირი, – ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქაბულში გავლენიანი რეგიონული ლიდერის მხარდამჭერების შეკრებაზე აიფეთქა.

მედიის ინფორმაციით, ტერორისტი სასტუმროს, რომელიც პოლიტიკოსთან შეხვედრას მასპინძლობდა, ფეხით მიუახლოვდა, დაცვის სამსახურმა ის შენიშნა, თავდამსხმელი მათ ვეღარ გასცდა და თავი იქვე აიფეთქა.

ავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტთან კავშირი უარყო „თალიბანმა“.

ქვეყანაში პოლიტიკურმა დაძაბულობამ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე იმატა. მიმდინარე წლის განმავლობაში მსგავს თავდასხმებს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.