ქაბულში „თალიბანის“ მიერ დაკავებული ორი ავღანელი ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში სცემეს
ქაბულში „თალიბანის“ მიერ დაკავებული ორი ავღანელი ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში სცემეს

ქაბულში „თალიბანის“ მიერ დაკავებული ორი ავღანელი ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში სცემეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ისინი ავღანეთის დედაქალაქში ქალთა საპროტესტო აქციას აშუქებდნენ.

გამოცემა Etilaat Roz-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ზაქი დარიაბიმ ნაცემი რეპორტიორების ფოტოები სოციალურ მედიაში გაავრცელა. დარიაბის თქმით, ჟურნალისტების ცემა არის მედიისადმი გზავნილი ავღანეთში.

„ხუთი ჩვენი კოლეგა დააკავეს დაკავების ცენტრში ოთხ საათზე მეტი ხნით და ამ ოთხი საათის განმავლობაში ორი ჩვენი კოლეგა სასტიკად სცემეს და აწამეს“, – აცხადებს გაზეთის რედაქტორმა.

„თალიბანის“ მთავრობაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი თავდასხმა ჟურნალისტებზე იქნება გამოძიებული.