ქაბულში საზოგადოებრივი შრომის სამინისტროსთან აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Tolo News – ი ავრცელებს.
პოლიცია ფაქტს ადასტურებს, თუმცა დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.
ქაბულის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უბანში, სადაც სამინისტროა განთავსებული, სროლა გრძელდება.
ადგილზე უსაფრთხოების ძალები არიან მობილიზებულები.