ქაბულში, საზოგადოებრივი შრომის სამინისტროსთან აფეთქება მოხდა

16:42, 24.12.2018

ქაბულში საზოგადოებრივი შრომის სამინისტროსთან აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Tolo News – ი ავრცელებს.

პოლიცია ფაქტს ადასტურებს, თუმცა დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.

ქაბულის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უბანში, სადაც სამინისტროა განთავსებული, სროლა გრძელდება.

ადგილზე უსაფრთხოების ძალები არიან მობილიზებულები.

 

მსგავსი