ქაბულში სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ქაბულში სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

ქაბულში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. კიდევ 11 ადამიანი დაშავდა.

მედიის ცნობით, დღეს დილით ავღანეთის დედაქალაქის მიმართულებით სულ მცირე ათი რაკეტა გაუშვეს. სამიზნე რამდენიმე რაიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ყატარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩადის, სადაც ის მოძრაობა თალიბანისა და ავღანეთის ხელისუფლების წევრებთან გამართავს შეხვედრას. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

დატოვე კომენტარი