ქაბულში სარაკეტო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
ქაბულში სარაკეტო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ქაბულში სარაკეტო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს, კიდევ 30 ადამიანი დაშავდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავღანეთის დედაქალაქის რამდენიმე რაიონის მიმართულებით თავდამსხმელმა 20 რაკეტა მანქანებიდან გაისროლა. დაზიანებულია რამდენიმე შენობა და ავტომობილები.

რაკეტების ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოს შენობების სიახლოვეს ჩამოვარდა.

მოძრაობა „თალიბანი“ მომხდართან კავშირს უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის დედაქალაქში თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც დოჰაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იმყოფება. მაიკ პომპეო დღეს ავღანეთის მთავრობისა და მოძრაობა თალიბანს შორის მიმდინარე დიალოგში ჩართული დელეგაციების წევრებს შეხვდება.