ქაბულში ნატო-ს ავტოკოლონაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ხორვატი სამხედრო დაშავდა
ქაბულში ნატო-ს ავტოკოლონაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ხორვატი სამხედრო დაშავდა

ქაბულში ნატო-ს ავტოკოლონაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ხორვატი სამხედრო დაშავდა.

როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, ამის შესახებ ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა დამირ კრსტიჩევიჩმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ერთ-ერთი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, სამხედრო ბაზის მახლობლად ნატო-ს მანქანას თავდამსხმელი დანაღმული მოტოციკლით დაეჯახა.

ავღანეთში ნატო-ს საერთაშორისო მისიის ფარგლებში 99 ხორვატიელი სამხედრო მსახურობს.