ქაბულში კომუნიკაციების სამინისტროზე თავდასხმა მოხდა
ქაბულში კომუნიკაციების სამინისტროზე თავდასხმა მოხდა

ავღანეთის დედაქალაქში კომუნიკაციების სამინისტროზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქაბულის ცენტრალურ ნაწილში, სამინისტროს შენობასთან ადგილობრივი დროით, 11:40 საათზე აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც სროლის ხმაც გაისმა.

„ბიბისის“ ცნობით, თავდამსხმელებმა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მისამართით ცეცხლი გახსნეს.

სხვა დეტალები ჯერ უცნობია.