ქაბულში ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალეჰზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

11:04, 09.09.2020

ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალეჰზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია კიდევ 16 ადამიანი. „თალიბანი“ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

ამრულა სალეჰის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი აფეთქებას უვნებელი გადაურჩა. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტის ოფისში განმარტავენ, რომ ქაბულში ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე სალეჰის კორტეჟის გავლისას, გზის პირას ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

მსგავსი