ქაბულში ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალეჰზე თავდასხმა განხორციელდა
ქაბულში ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალეჰზე თავდასხმა განხორციელდა.
პოლიტიკოსის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი აფეთქებას უვნებელი გადაურჩა.
ამასთან, ვიცე-პრეზიდენტის ოფისში განმარტავენ, რომ ქაბულში ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე სალეჰის კორტეჟის გავლისას გზის პირას ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. დაშავდა პოლიტიკოსის დაცვის რამდენიმე წევრი.
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი, რამდენიმე დაშავებული კი ჰოსპიტალიზებულია.